ქადაგიძის რჩევა მათ, ვისაც ბანკში სესხი აქვთ
- 2015-09-09 10:08:44
- 1828 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხები აქვთ ბანკებში და განსაკუთრებით იმათ, ვისაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს: „მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება, განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი. შესაბამისად, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, მათ უნდა მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ მათ რესტრუქტურიზაცია საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების. ხოლო მეორე მხრივ, ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ არც გაზრდილი პროცენტი, არც არანაირი დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ. მითუმეტეს, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით და ა. შ.“
ostalioni.com