სამების მოხატვა დაიწყო: როგორია მასშტაბური ფრესკის პირველი კონტურები
- 2015-09-10 18:58:22
- 6264 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სამების საკათედრო ტაძარში კედლების მოხატვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. 38 მეტრის სიმაღლის საკურთხევლის კედელზე მაცხოვრის ფრესკის კონტურები თითქმის დასრულებულია. სამების მოხატვაზე მომუშავე მხატვართა ჯგუფს მხატვართუხუცესი ამირან გოგლიძე ხელმძღვანელობს.
მხატვართუხუცესი სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას მშენებლობაზე უფრო რთულს უწოდებს და ამბობს, რომ სირთულესთან ერთად სამუშაოები დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, როდის დასრულდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური მართლმადიდებლური კომპლექსის სრულად მოხატვა.