თუკი ფეხებს ხშირად იპარსავთ - აუცილებლად წაიკითხეთ
- 2015-09-10 19:38:04
- 7385 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სხეულზე, მათ შორის ფეხზე, არასასურველი თმების მოშორების ყველაზე ეფექტური და არამტკივნეული გზა დღესდღეობით არის ეპილაცია. თუმცა მათ, ვისაც ამ სიამოვნების მიღების საშუალება არ აქვს ან ეპილატორის უკმაყოფილია და საკუთარ სილამაზეზე და ჰიგიენაზე თავად ზრუნავს, ფეხიდან თმის მოშორების რამოდენიმე რჩევას მივცემთ. პირველ რიგში, ნახეთ უშვებთ თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს ფეხის გაპარსვის დროს:
1. როგორც კი შხაპის ქვეშ დგებით, იწყებთ ფეხის პარსვას? გასაგებია, რომ სწრაფად გინდათ მოილიოთ დილის პროცედურები, მაგრამ, ექსპერტების რჩევით, შხაპის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ არის სასურველი ფეხზე თმის მოშორება – თმა დარბილებული და ფოლიკულები გახსნილია.
2. არ იქაფავთ ფეხს ან ხმარობთ მშრალ საპონს – როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, ფეხიდან თმა მშრალად არ მოიცილოთ. არც მშრალი საპონით გაიქაფოთ ფეხი, ვინაიდან საპონი საკმარისად არ აცხიმიანებს კანს, საპარსიც თავისუფლად ვერ სრიალებს და შედეგად მიიღებთ ჭრილობებს. ფეხი გაიქაფეთ დამატენიანებელი საპარსი გელით, თუ რამდენიმე წვეთ თმის კონდიციონერსაც გაურევთ, გაცილებით გაგიადვილდებათ პროცესი და ფეხებსაც გადაარჩენთ დასახიჩრებას.
3. იყენებთ ერთ-პირიან საპარსს – დერმატოლოგების რჩევით, ერთ-პირიანი საპარსით ერთხელ მეტად ნუ გაიპარსავთ ფეხს. მსგავსი საპარსი მუხლის და კოჭის ადგილებიდანაც ძნელად იღებს თმას.
4. შეიძლება თქვენ საუკეთესო საპარსი საშუალება გაქვთ, მაგრამ მისთვის პირის გამოცვლა 5-8 ჯერ გამოყენების შემდეგ მაინც აუცილებელია. ძველი პირი არამარტო თმას იღებს ცუდად, აგრეთვე აჩენს გამონაყარს, სიწითლეს და ინფექციის რისკს.
5. რა მიმართულებით იპარსავთ ფეხს? – პირველ ჯერზე, თმა უნდა გაიპარსოთ მისი ზრდის მიმართულებით, ანუ ზემოდან ქვემოთ, შემდეგ პირიქით, ქვემოდან ზემოთ. თუ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, ზემოდან ქვემოთ ნუღარ მიაკარებთ კანს საპარსს.
6. და, რა თქმა უნდა, ნუ გამოიყენებთ ნურც თქვენი პარტნიორის, ნურც ოჯახის სხვა წევრების საპარსს.