როდისთვის აპირებს "ფეისბუკს" Dislike ფუნქცია დაემატებას?

ფეისბუკის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკენბერგის განცხადებით, წლების განმავლობაში მოთხოვნადი Dislike ფუნქცია მალე ფუნქციონირებას დაიწყებს.
"უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი მოითხოვს Dislike ღილაკის არსებობას. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც გეტყვით, რომ კომპანია მის არსებობაზე მუშაობას იწყებს და სატესტო ვერსიის ჩაშვებასთან ძალიან ახლოს ვარ"- განაცხადა ცუკერბერგმა სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

თუმცა, რეალურად ეს არა უარყოფითი დამოკიდებულების, არამედ თანაგრძნობის გამოსახატავი ღილაკი იქნება.

" ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებელს ემპათიის გამოხატვის შესაძლებლობა მივცეთ. ცხოვრებაში ყველა წუთი არ არის პოზიტიური“ - განაცხადა ცუკენბერგმა.

ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, "ფეისბუკს" ადამიანის ცხოვრებაში იმდენად მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს, ყოველდღიურ მოვლენებს, მათ შრის ტრაგიკულსაც საკუთარ გვერდზე პოსტავს. შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში "ლაიქ" ფუნქცია არალოგიკურია. "დისლაიქის" მეშვეობით კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ტრაგედიებისა და სხვა სამწუხარო მოვლენების დროს მეგობრისთვის თანაგრძნობის გამოხატვის საშუალება მიეცემათ.