გიგი უგულავა თავისუფალია

სასამართლოს გადაწყვეტილებით დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. უგულავამ პატიმრობაში დაახლოებით 15 თვე გაატარა. მისი გათავიუფლების შესახებ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სარჩელი იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს.


newposts.ge