აი ამ პრობლემის გამო გუშინ ''სკაიპი'' მთელს მსოფლიოში გაითიშა

Skype შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს ზარისა და ვიდეოკონფერენციის განხორციელება არ შეუძლიათ. შეუძლებელია პროფილის მონაცემების შეცვლაც. გარდა ამისა, კონტაქტების სტატუსი მუდმივად „ოფლაინშია.“

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით „სკაიპმა“ განცხადება ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

განცხადების თანახმად, პრობლემები აღმოჩენილია და ამ წუთებში შეფერხების გამოსასწორებლად მუშაობენ.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად. ახალ ცნობას მალე მოგაწვდით. დიდი მადლობა მოთმინებისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.




newposts.ge