გოგონას მანქანა ჩაეკეტა და...- ამ ისტორიაზე ძალიან ბევრს იცინებთ
- 2015-09-23 19:17:49
- 2895 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბიჭი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ერთ დღესაც Porsche Panamera-მ მოაყენა და იქიდან გადმოვიდა გოგონა, მოკლე კაბით, მაღალ ქუსლებზე და ძალიან მიმზიდველი. როდესაც მან ბენზინი ჩაასხა და ბიჭთან ფულის გადასახდელად მივიდა, მიხვდა რომ გასაღები მანქანაში დარჩენია და მას დახმარება სთხოვა.
ბიჭმა უპასუხა, რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და ვერ გაჰყვებოდა, მაგრამ მავთული მისცა და აუხსნა როგორ უნდა გაეხსნა მანქანა. ცოტახანში ყმაწვილმა დაინახა მამაკაცი, რომელიც ბალახზე სიცილისგან კოტრიალობდა. ის მივიდა მასთან და ჰკითხა, რატო იცინოდა ასე.
-შეხედე იმ სულელ გოგოს, მანქანის მავთულით გახსნას, რომ ცდილობს...
-კი მაგრამ, რა არის ამაში ასეთი სასაცილო?თან მე მივეცი მავთული, მას კარები ჩაეკეტა.
კაცი არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო იცინოდა. როგორც იქნა, ამოისუნთქა და ბიჭს უთხრა:
-სალონში დაქალი უზის და აჩვენებს, საიდან მიუდგეს მავთულით კარგად, რომ გააღოს კარები...
მოამზადა ელენე გურიელმა
life.mediamall.ge