
ჩინელებმა ბრინჯის გაყალბება ისწავლეს… რისგან მზადდება ეს პროდუქტი სინამდვილეში?
- 2015-09-23 21:54:33
- 5189 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჩინეთი აწარმოებს ფაქტობრივად ყველაფერს პლასტმასის ბიჟუტერიიდან დაწყებული და სუპერთანამედროვე ტექნიკით დამთავრებული. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ, აღმოჩნდა, რომ ჩინელებმა “პლასტმასის” ბრინჯის წარმოება დაიწყეს. ეს ქარხნის მეთოდებითაა შესაძლებელი.
თუმცა ეს ბრინჯი სინთეტური მაინც არ არის. მისი საფუძველია კარტოფილის სახამებელი, პლასტიკის მცირე ოდენობა კი აუცილებელია მარცვლისთვის ფორმის მისაცემად. თუმცა მზარეულები ამბობენ, რომ ასეთი ფაფის შეჭმა ცელოფნის პარკის გადაყლაპვის ტოლფასია.
სინთეტური ბურღულის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერ შესწავლილი არ არის, თუმცა ბრინჯის ასეთ შემცვლელზე მოთხოვნა მაინც არსებობს, ის ხომ ბევრად იაფი ღირს. ასეთი ბრინჯი, მზადების დროს ბოლომდე არ იხარშება. ის ჩვეულებრივზე მაგარი რჩება, ხოლო წყლის ზედაპირზე პოლიეთილენის მსგავსი აპკი წარმოიქმნება.
aww.ge