სმოლენსკში 22 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

ბელორუსიის საზღვარზე, სმოლენსკის რაიონში მესაზღვრეებმა 22 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა, მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმ კრაიმის“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უბილავა 20 სექტემბერს დააკავეს. დაკავებამდე, 19 სექტემბერს უბილავა და მისი მეგობარი გოგონა, მირანდა ფერაძე ბელორუსიაში თურქეთიდან ჩაფრინდენ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რომლებიც „ობშიაკისთვის“ იყო განკუთვნილი.

პროფილაქტიკური გასაუბრების შემდეგ „რეზიკო ჯვარსკი“ და მისი მეგობარი გოგონა ბელორუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.


გამოცემის ინფორმაციით, რევაზ უბილავა „კანონიერ ქურდად“ ერთი წლის წინ „აკურთხეს“ და ის „ქურდული სამყაროს“ ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა. მან ეს „წოდება“ 2013 წელს მომხდარი ინციდენტის გამო დაიმსახურა, როდესაც მეგობრების გამო არა არმავირსკისთან შეტაკბა მოუვიდა და დაშავდა.



ნიუპოსტს.ჯი