დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?!

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა, რაც მოწონებულ იქნა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ.
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება.
ასევე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა დაფიქსირდა.
ანუ ინიციატივამ უკვე დიდი შედეგი მოუტანა ქვეყანას ამ მხრივ მაგრამ……
მორწმუნე საზოგადოებაში უკვე გაჩნდა კითხვა: იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები ერთი თაობისანი არიან,
პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება?

მომავალში აღნიშნული საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.

რჯულის კანონით ჩვენ ვიცით რომ მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის, რომ სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი, მაგრამ ასეთი შემთხვევების მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკა, წმინდა სინოდს მიანდობსხოლმე ინდივიდუალურად განსახილველ ცალკეულ შემთხვევებს და დასაშვებად მიიჩნევენ ასეთ ქორწინებებს…

ირღვევა თუ არა ამით დოგმად მიჩნეული ნორმები, ამის განხილვა მკითხველისთვის მიგვინდია?!
p.s. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით, იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება!