"მე-9 კლასში დავორსულდი..." - ამ გოგონას ისტორია შეგძრავთ

ანუკა ექიმის კაბინეტიდან დერეფანში გავიდა. ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ სხეულში გამყინავი სიცივის შეგრძნება დარჩა. ვერ ივიწყებდა ეკრანზე დანახულ გამოსახულებას, რომელზეც უმტკიცებდნენ, რომ ეს მისი შვილის სხეულის კონტურები იყო. ჩამოჯდომა და გონზე მოსვლა უნდოდა, მაგრამ დრო არ ჰქონდა - სკოლაში აგვიანდებოდა.

ამ ასაკის მომავალ დედებს ექიმები კატეგორიულად არ ურჩევენ აბორტის გაკეთებას. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ პირველი და არასასურველი ბავშვი უკანასკნელიც აღმოჩნდეს.
ბევრი გოგონა მაინც ინარჩუნებს ბავშვს, თუმცა იცის, რომ ხელშიც არასოდეს აიყვანს. ახალგაზრდა მარტოხელა დედა თავისი სურვილით აწერს ხელს ბავშვის გაშვილებაზე.
თუმცა ცხრათვიან რთულ გზას ყველა როდი უძლებს... და აბორტის კაბინეტებთან რიგებში დგებიან. უმეტესად განრისხებული მშობლების წინაშე შიშის გამო. ზოგიერთი ამით შეყვარებულის შენარჩუნებას ცდილობს, რომელსაც ბავშვის ხსენების შემდეგ თავი ისე უჭირავს, თითქოს სხვის შვილზეა საუბარი. ზოგიერთს კი წამოზრდილ მუცელზე საზოგადოების გამკიცხავი მზერის გაძლება არ შეუძლია.
განა შეიძლება გაკიცხო გოგო, რომელიც ვერც კი აცნობიერებს, რომ მუცლის ქვემოთ წვის შეგრძნება დაუბადებელი არსების უკანასკნელი "ყვირილია".
ხშირად მოზარდს არავინ ჰყავს, რომ გული გადაუშალოს, თავის პრობლემებზე ესაუბროს, სქესობრივ მომწიფესთან დაკავშირებული დეტალები განუმარტოს. უფროსებს თითქოს ეშინიათ მათი დასმული "უხერხული" შეკითხვების და ჰგონიათ, რომ წამოზრდილი ქალიშვილები და ვაჟები "როცა დრო მოვა, ყველაფერს თავისით გაიგებენ".
მშობელთა ასეთი მიდგომის გამო ბევრი მოზარდი ზარალდება. აკრძალული თემების დაწესებით კი გოგონებისთვის ცხადი ხდება, რომ ბავშვით ხელში ჯობია სახლში ფეხი არ მიადგან. ხშირად მართლებიც არიან...
"არ ვიცი როგორ, მაგრამ დედა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, - ამბობს ანუკა, - დიდხანს იყო ჩუმად, მერე მაგიდაზე თეფშს დასწვდა და ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ნამსხვრევებმა ფეხები დამიკაწრა. მიყვიროდა, სახლში აღარ დაგინახოო, ამბობდა, რომ შევარცხვინე, როგორ გავბედე და მეცხრეკლასელი მამაკაცს გავეკარე. თუ ახლავე არ მოიშორებ, ჩემმა თვალებმა აღარასოდეს დაგინახოსო".  წაიკითხეთ  სრულად