
ვაჭრობა რაჭულად - მაგარი ანეგდოტი
- 2015-09-26 10:42:55
- 7757 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რაჭველი საზამთროს ყიდის ბაზარში.
წინ წარწერა აქვს:
” ერთი საზამთრო – 3 ლარი, 3 საზამთრო – 10 ლარი”.
ჩერდება გამვლელი:
– მოხუცო, კარგად ხარ?! ერთი თუ 3 ლარი ღირს, სამი 10 ლარი როგორ?!
– აი ეგრე გამოდის და . პასუხობს მოხუცი.
– რა გამოდის ეგრე?! აი, შენ სამი ლარი და მომეცი ერთი საზამთრო.
მოხუცი ართმევს 3 ლარს, აწოდებს საზამთროს.
– აი, კიდევ 3 ლარი და მეორე მომეცი. – აი, კიდევ 3 და…. მესამეც მომაწოდე. ხედავ, მე სამი საზამთრო ვიყიდე, შენ კი 9 ლარი გაქვს 10-ის ნაცვლად, ისწავლე ვაჭრობა! – კმაყოფილია კლიენტი.
მოხუცი მხრებს იჩეჩავს და გულუბრყვილო თვალებით იცქირება.
კლიენტი მიდის.
მოხუცი კმაყოფილი გადათვლის ფულს.
– მოდიან, ჭკუას გარიგებენ, საზამთრო სულ არ უნდათ, სამს ყიდულობენ და კიდევ მე არ ვიცი ვაჭრობა?!
gartoba.net