
მან ბიუსტჰალტერზე შარფი დაამაგრა. რატომ? მიზეზი გენიალურია და გოგონებს გამოადგებათ (ვიდეო)
- 2015-09-26 21:15:43
- 7216 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვიდეოში, გოგონა გვასწავლის, როგორ უნდა გავაკეთოთ, ზურგმოხდილი მაისურებისა და კაბებისთვის შესაფერისი ბიუსტჰალტერი, საკუთარი ხელით.
დაგჭირდებათ:
ბიუსტჰალტერი
ზონრები
თხელი შარფი
ნემსი და ძაფი
მაკრატელი
რკინის რგოლები
1. გაზომეთ ბიუსტჰალტერის სიგრძე და მოჭერით მას გვერდები.
ელასტიკური ზონარი გაჭერით ორად, ერთი ნაწილი უფრო გრძელი უნდა იყოს, ვიდრე თქვენი მკერდის შემოწერილობა. ასევე, დაგჭირდებათ ბრჭყვიალა ზონარი.
ელასტიკური ზონარი ბიუსტჰალტერს გვერდით მიაკერეთ.
მოაჭერით ბიუსტჰალტერს შესაკრავები და 3 მათგანი ერთ მხარეს მიაკერეთ. დანარჩენი 3 დამჭერი მიაკერეთ ელასტიკურ ზონრებს და ასე დასრულდება თქვენი სამუშაო.
2. ბიუსტჰალტერს გვერდები და შესაკრავები მოაჭერით. დაგჭირდებათ 2 მათგანი. ორივე მათგანი ბიუსტჰალტერის სხვადასხვა გვერდს მიაკერეთ.
შარფი თანაბრად გაჭერით ორ ნაწილად. გადაკეცეთ და გაჭერით დიაგონალურად. გაუყარეთ ის რკინის დიდ რგოლში და მას დაუმაგრეთ პატარა რგოლი. მას კი ბიუსტჰალტერის დამჭერს გაუკეთებთ. მზად არის!
3. ბიუსტჰალტერს მოაჭერით შესაკრავები. ორი მათგანი მიაკერეთ ბრჭყვიალა ზონარს. ყველაფერი მზადაა!