დედამიწელები დღეს ღამით ცაში ”სისხლიან მთვარეს” დაინახავენ

დღეს ღამე დედამიწის მაცხოვრებლების უმრავლეობა ცაში იშვიათ სანახაობას დაინახავს, ეს იქნება ”სისხლიანი მთვარე”. ამის შესახებ ინფორმაციას ნასაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
ეს მოვლენა დაკავშირებული იქნება იმ იშვიათ შემთხვევასთან, როდესაც სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთმანეთს ემთხვევა. დედამიწა მოექცევა მზეს და მთვარეს შორის. ჩვენი პლანეტის ჩრდილი კი მთვარეზე წითლად გამოჩნდება, სწორედ აქედან მომინარეობს ამ მოვლენის სახელწოდებაც ”სისხლიანი მთვარე”. ამასთავე მთვარე თავის ორბიტის იმ ნაწილში მოექცევა სადაც ის დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, ამიტომაც დედამიწელებს ის გაცილებით დიდი ზომის სუპერმთვარედ მოეჩვენებათ.

მეცნიერები ირწმუნებიან , რომ ეს უბრალო კოსმოსური მოვლენაა და არაფერ აპოკალიფსურს არ მოასწავებს.

ამ ორი მოვლენის ერთმანეთზე დამთხვევა იშვიათად ხდება. უკანასკნელად ეს 1982 წელს მოხდა, შემდეგი კი 2033 წელს მოხდება.


newposts.ge