მუცლის მოშორების ხუთი საოცარი მეთოდი

ძვირფასო რედაქციავ, ბოლო ხანს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საშიშია არა მხოლოდ ზოგადი სიმსუქნე, არამედ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუცლის გარშემოწერილობას. მე და ჩემს მეუღლეს ასაკთან ერთად ეს პრობლემაც დაგვემატა. თუ ადრე ადვილად ვხდებოდით, ახლა უფრო და უფრო გვიჭირს. ეგებ გვირჩიოთ რამე მუცლის “დასაგდებად”.


ექიმები უშუალო კავშირს ხედავენ წელის გარშემო დაგროვილ ცხიმსა და ზოგიერთ დაავადებას (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ინსულტი და კიბოს რამდენიმე სახეობა) შორის. მრავალ ჩვენგანს მიაჩნია, რომ თუ საკუთარ სხეულზე ორიოდე სანტიმეტრი ცხიმი აღმოაჩინა, შთანთქმული ნაყინის დღიური ულუფა უნდა შეამციროს. არადა, თურმე ეს ცხიმი გაცილებით უვნებელი ყოფილა, ვიდრე ის, რომელიც ეკვრის გარს სასიცოცხლო ორგანოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშიშია არა ზედმეტი ცხიმი, არამედ მისი განლაგება.

გვჭირდება თუ არა გახდომა?

როგორ უნდა მივხვდეთ, გვჭირდება თუ არა მუცელზე ცხიმის შემცირება ისე, რომ ძვირად ღირებულ გამოკვლევებს - კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსს - არ მივმართოთ? არსებობს ამის დადგენის უბრალო და საიმედო მეთოდი: გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა და შეაფარდეთ თქვენივე თეძოების გარშემოწერილობასთან. ნორმაში, თანაფარდობა ქალებთან 0,8-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მამაკაცებთან - 0,95-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუცლის, როგორც თქვენ ამბობთ, “დაგდება” მოგიხდებათ.

ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად ხდებიან
ერთი და იმავე ზომისა და წონის ქალი და მამაკაცი თანაბარი ფიზიკური დატვირთვის ფონზე თუ ერთნაირად იკვებებიან, მამაკაცი წონას უფრო სწრაფად იკლებს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მამაკაცებს უფრო ძლიერი ნებისყოფა აქვთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება: ორივე სქესს თანაბრად უყვარს ცხიმიანი საკვები. ცნობილია, რომ ქალები უფრო მეტად ეტანებიან ტკბილეულს (ნამცხვრებს, ტორტებს, შოკოლადს), მაშინ როდესაც მამაკაცებს მარილიანი და ცხიმიანი საკვები - შემწვარი კარტოფილი, შებოლილი ძეხვი, სოსისი და ა.შ. - ურჩევნიათ.

სიმართლე უცხიმო პროდუქტების შესახებ
მკაცრი დიეტა წონის სწრაფად დაკლებაში მართლა გვეხმარება, მაგრამ ეს უმთავრესად სითხისა და კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე ხდება. იმისთვის, რომ სამუდამოდ მოიცილოთ დიდი მუცელი, უნდა მოიცილოთ სწორედ ის ზედმეტი ცხიმი, რომელშიც თქვენი შინაგანი ორგანოებია ჩაფლული. ამ დროს “გამოცდილი” მეგობრებისა და “განსწავლული” მეზობლების უმრავლესობა ცხიმით ღარიბ დიეტას გირჩევთ: ხილს, ბოსტნეულს, ბრინჯს, ცეხვილი მარცვლეულის პურს. ბევრი კეთილისმყოფელისგან გაიგონებდით, რომ მაკარონი მავნეა, რომ როდესაც მას მიირთმევთ, ორგანიზმში ინსულინთან ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რის გამოც უფრო მეტად სუქდებით. ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ამერიკელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ინსულინი წონის მატებას სულაც არ უწყობს ხელს და ადამიანს მაკარონი კი არა, ზედმეტი კალორიები ასუქებს. თუ ჯანმრთელი ხართ, შეგიძლიათ მშვიდად ისიამოვნოთ სპაგეტით. იგი სასარგებლოა, თუმცა, ცხადია, აუცილებელია ზომიერების დაცვა, მაგრამ თუ დარღვეული გაქვთ ნივთიერებათა ცვლა, თავი არიდეთ დაბალცხიმიან დიეტებს. თუ ნაჯერი ცხიმებისგან (კარაქი, ნაღები, კვერცხი) მიღებულ კალორიებს ნახშირწყლებისგან (მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი და ცხიმგაცლილი ნახშირწყლები) მიღებულით შეცვლით, შესაძლოა, შაქრის დონემ აგიწიოთ. ყოველივე ზემოთქმული იმაზე მიუთითებს, რომ სტანდარტული და “სწორი” დიეტა ყველასათვის არ არსებობს, რადგან ყველა ერთნაირად არ სუქდება და არც წონაა დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რამდენ კალორიას შეიცავს თქვენი საკვები.  წაიკითხეთ  სრულად