ნანკა კალატოზიშვილი და ირაკლი კეიდია დაშორდნენ


სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური და რომანტიკული წყვილი ერთმანეთს დაშორდა. იმ წლების განმავლობაში, როდესაც კალათბურთელი ირაკლი კეიდია და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ერთად ცხოვრობდნენ, ეს ჭორი უამრავჯერ გავრცელებულა, მაგრამ მართალი არ აღმოჩენილა.

ამბობენ, რომ ნანკა და ირაკლი ერთად რამდენიმე თვეა, აღარ ცხოვრობენ. მიზეზების შესახებ არაფერი თქმულა. ამ თემაზე მსახიობს კითხვით მივმართეთ და მოკლედ გვიპასუხა.

ნანკა, ისევ ჭორზე უნდა გკითხო. ვეღარ ვითვლით, მერამდენეჯერ დაგაშორეს შენ და კედო.

ნანკა კალატოზიშვილი:

ამჯერად პირველად, ეს არ არის ჭორი და მეტს ამ თემაზე ლაპარაკს ნამდვილად არავისთან არ ვაპირებ...
ნანკა კალატოზიშვილისა და ირაკლი კეიდიას წყვილი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. ირაკლის ინტერვიუები არ უყვარს, ნანკასაც დიდად არ სიამოვნებს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, თუმცა ზოგჯერ პასუხობდა შეკითხვებს მათი სიყვარულის შესახებ. ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს, დაახლოვდნენ, შემდეგ ერთად დაიწყეს ცხოვრება და 2013 წლის 6 ივნისს შვილი, დანიელი შეეძინათ.

წყვილის ურთიერთობა სიურპრიზებით იყო სავსე და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.

კითხვაზე, როდის აპირებდნენ დაქორწინებას, ნანკა სულ პასუხობდა, რომ ერთად ცხოვრებისთვის სულაც არ მიიჩნევდა საჭიროდ ხელის მოწერას. ახლა კი, მათი ურთიერთობა ქორწინების გარეშე დასრულდა...

მცირე ხნის წინ ირაკლიმ ნანკას სფეროში გადაინაცვლა, მას მალე „ჯი-დი-ეს“-ის ახალ ისტორიულ სერიალში „ქერჩი“ ვიხილავთ, სადაც ერთ-ერთ როლს განასახიერებს.

ნანკა ჯერჯერობით მხოლოდ თეატრში საქმიანობს.

ნინო მურღულია




იხილეთ  ფოტოსურათები