"თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული "

რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს, ქალებს, მამაკაცებს, მათ შვილებს? ოჯახური პრობლემები ნებისმიერის ცხოვრებას ასვამს დაღს, თუმცა მათ შესახებ საუბარს ყველა გაურბის. განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი დახმარებას ეკლესიას მიმართავს და მოძღვარს უმხელს იმას, რაზეც საუბარს უახლოეს ადამიანებთანაც გაურბის.
რას ანდობენ ყველაზე ხშირად ადამიანები მოძღვარს, რა არის მათი მტავარი სადარდებელი და რისთვის ეძებენ შველას? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, ასევე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს. ქალებს, მამაკაცებს?
- ოჯახი მცირე ეკლესიაა და ამის გაუცნობიერებლობა შობს უამრავ პრობლემებს. სახლში ყველას უნდა, პირველი და ხელმწიფე იყოს, მისი სურვილები შესრულდეს, სრულად დაკმაყოფილდეს მოთხოვნილებები. ნაკლებად აღწევს ფიქრი მორჩილებამდე, სიმდაბლე და ურთიერთ სიმძიმის ტვირთვა თითქოს წარსულს ჩაბარდა. გონება მოცული აქვს მატერიაზე ფიქრს, მთავარი საზრუნავი ოჯახისა გადავიდა ხორცზე და შესაბამისად მოკვდა სული. უსულო ოჯახი კი უმადლოა, მუდმივი შფოთი ღვთისგან საკუთარი სულის მოპარვასა და სიწმინდეზე უარის თქმას ნიშნავს. წმინდა წერილში კარგად წერია: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6.33).  წაიკითხეთ  სრულად