
მამაკაცი პენისის გარეშე დაიბადა
- 2014-06-30 19:38:03
- 6524 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დაცვის სამსახურის 39 წლის თანამშრომელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, დაგეგმილი აქვს გახდეს მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ექნება მისი მკლავისგან დამზადებული სრულიად ახალი მამაკაცური ღირსება.
ენდრიუ ვორდლი მანჩესტერიდან, დაიბადა ეკტოპიკური საშარდე ბუშტით, რაც ნიშნავს იმას, რომ საშარდე ბუშტის ფორმირება მოხდა სხეულის გარეთ. მას ჰქონდა სათესლე ჯირკვლები, მაგრამ არა პენისი. ბავშვობაში მას ჩაუტარეს ოპერაცია, რომლის დროსაც მოხდა საშარდე ბუშტის თავის ადგილზე მოთავსება, მაგრამ დანაკლისის შევსება ვერ მოხერხდა.
მის ეს მდგომარეობა შეიცვლება - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ქირურგებპ დათანხმდნენ 3 ნაწილიანი ოპერაციის ჩატარებას და მკლავიდან კანის გადანერგვას.
ქირურგები გამოიყენებენ კანის დიდ ნაწილს თავისი სისხლძარღვებით და ნერვებით და კანის გადანერგვამდე მას მილში გაახვევენ.
გამოჯანმრთლების შემდეგ ბატონ ვორდლს მოარგებენ იმპლანტს, რომელიც მას შარდვისა და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების საშუალებას მისცემს.
მიუხედავად პენისის არ ქონისა, ენდრიუს განცხადებით მას ჰყავდა 100-ზე მეტი პარტნიორი ქალი. „მე ვერასდროს წარმოვიდგენი, რომ ეს დღე დადგებოდა, მე ახლაც კი არ მჯერა რომ მომეცემა სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების საშუალება. თუ ეს წარმატებული ოპერაცია იქნება, მე საბოლოოდ შევძლებ დავიწყო ცხოვრება, როგორც ნორმალურმა ადამიანმა“.
ბატონი ვორდლი მოგვიანებით აპირებს წიგნის გამოცემას თავისი ცხოვრების შესახებ.
მომზადებულია daily mail მიხედვით
წყარო