ქალების 6 ტიპი, რომელიც მამაკაცებში ზიზღს იწვევს
- 2015-09-30 06:57:07
- 3962 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
აღმოჩნდა, რომ შეყვარებული მამაკაცი თვალს დახუჭავს ქალის ბევრ ნაკლზე - თუ საჭმლის მომზადება არ ეხერხება, არ აქვს წითელი დიპლომი, დაგვიანება სჩვევია, მაგრამ არსებობს რამდენიმე თვისება, რაც მამაკაცებს ჭკუიდან შლის.
ანჩხლობა
აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს სულაც არ იზიდავთ ანჩხლი ქალები. გამოკითხვის შედეგად აშშ-ში, მამაკაცების აზრით ყველაზე საზიზღარი ქალების ათეულში შევიდა სწორედ ქალი, რომელიც ინტრიგებს ხლართავს, ბოროტად აკრიტიკებს და სხვა ქალებს უხეშად მოიხსენიებს. და პირიქით, ქალის ყველაზე სასურველი თვისებებია - სიკეთე, მხიარულება, გამჭრიახი გონება, პატიების უნარი და კომპრომისზე წასვლა.
გაუთავებელი საუბრები
ხშირად ქალების გაუთავებელი საუბარი ყველასა და ყველაფერზე, კოლეგებზე, სკანდალზე, ინტრიგბზე, ფეხსაცმლის მაღაზიაზე - მამაკაცის გაღიზიანებას, თავის ტკივლის და გაქცევის სურვილს იწვევს. უმჯობესია თავი დაანებოთ საათობით თქვენს გლამურულ დაქალებზე საუბარს.
ეჭვიანობა
ნორმალურ ფარგლებში ეჭვიანობა ხშირად ურთიერთობისთვის სასარგებლოცაა, წყვილი არ მოიწყენს. მაგრამ სულ სხვა საქმეა ქალის ქრონიკული ეჭვიანობის სცენები. კითხვები "სად იყავი", "ვინ გირეკავდა", ტელეფონის შემოწმებები და მსგავსი დაუსრულებელი საქციელები ყველაზე მომთმენ მამაკაცსაც კი მობეზრდება და აუცილებლად წავა.
წაიკითხეთ სრულად