მამაკაცმა 100 წლის იუბილე 70 წლის ქალიშვილის ქორწილზე აღნიშნა

ბრიტანელმა უილიამ ნანიმ თავისი 100 წლის იუბილე 70 წლის ქალიშვილის ქორწილში აღნიშნა.

მამაკაცი დაპირდა ქალიშვილს რომ 100 წლამდე იცოცხლებდა, თუ ის მეორედ გადაწყვეტდა დაქორწინებას. 70 წლის ქვირმა ქალბატონმა მამის სურვილი აასრულა და ამ უკანასკნელმაც შეასრულა პირობა.

უილიამ ნანის სიძე 67 წლის მამაკაცია.

ცერემონიაზე უილიამ ნანიმ განაცხადა, რომ ბედნიერია კიდევ ერთხელ ქალიშვილის ქორწილზე ყოფნით.