თოქ-შოუ "პროფილის" საგანგებო განცხადება

გადაცემა „პროფილი“ დღეს ეთერში არ გავა. ამის შესახებ ნათქვამია გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მეგობრებო, დღეს თოქ-შოუ პროფილი ეთერში არ გავა. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაში თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს. ჩემი გადაცემის არც ერთი თანამშრომელი Rustavi 2-ში ხელფასის გამო არ მუშაობს, ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, ამიტომ თუ ეს ომია, ჩვენ ამ ომში შევდივართ და ვიდგებით ბოლომდე! იმედი მაქვს, შემდეგ ხუთშაბათს ერთმანეთს ისევ შევხვდებით, დღეს კი ეთერს გადაცემა "არჩევანს" ვუთმობთ“, - ნათქვამია განცხადებაში.