აი რა თანხით დაეხმარა ეკა ხოფერია რუსთავი 2-ს

"იმედის" თანამშრომელი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია "რუსთავი 2-ს" ფინანსურად დაეხმარა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მან „რუსთავი 2“-ის მიერ გამოცხადებულ ანგარიშზე 100 ლარი გადარიცხა:

„ბევრის დაწერა შეიძლება. არ არის ჩემთვის ასე ცალსახად ყველაფერი, რაც წლების მანძილზე რუსთავი ორის ირგვლივ ხდებოდა, მით უფრო, რომ ბევრის მოწმე მეც ვიყავი და ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანს უსამართლოდ მოექცნენ. არ არის ეს ჩემი გასარჩევი. მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ თემებზე. ვნანობ ბევრ რამეს. ვნანობ თავის დროზე “იბერიას” რომ გვერდში არ დავუდექით ჟურნალისტები, “მაესტროს” აფეთქებებს გულგრილად რომ ვატარებდით (დღემდე არ არის გამოძიებული), დასანანია, რომ “იმედსაც” თავის დროზე ბევრი არ დაუდგა გვერდში და წლების მანძილზე პატარკაციშვილების ოჯახს ის ჩამორთმეული ჰქონდა და ვითომც არაფერი, გრძელდებოდა ცხოვრება…

ამიტომ მთავარი: ყოველთვის ვეცადოთ დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტებს, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის პირობები, იმის მიუხედავად, მოწონს ვინმეს მათი რეპორტაჟები თუ არა. სწორედ ამიტომ დღეს ჩემი როგორც ჟურნალისტის მხარდაჭერა კოლეგებს “რუსთავი ორიდან.”