რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში?

ყველა ადამიანს აქვს მინუსები, რაც თავს იჩენს სექსის ან უბრალოდ ურთიერთობის დროს. ვნახოთ რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები.


ვერძი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სულსწრაფობით გამოირჩევიან. ადვილად უყვარდებათ მამაკაცი და ძალ-ღონეს არ იშურებენ მათ ლოგინში მოსახვედრად. გეგმავენ მომავალს, მაგრამ მალევე აცნობიერებენ, რომ ყევლაფერი არც ისეთი ლამაზია, როგორიც წარმოედგინათ და იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ დაიძვრინონ თავი მამაკაცისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ უყვარდათ.

კურო - ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია სიზარმაცე, ისინი ძნელად რეაგირებენ მომხდარზე. მათთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია და ამიტომ მამაკაცები ხშირად კარგავენ მოთმინებას და წყვეტენ ურთიერთობას. კუროს პარტნიორ მამაკაცს, მუდმივი სიცარიელის შეგრძნება აქვს, რადგან კურო არ სთავაზობს მას არაფერს და არც რამეს ითხოვს მისგან.

ტყუპები - ტყუპები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ისინი ლაპარაკობენ ყველგან და ყველაფერს: მამაკაცს აცნობენ საკუთარ სექსუალურ სურვილებს, უყვებიან მომავალ გეგმებზე, ეს ყველაფერი ურთიერთობას ერთფეროვანს ხდის და მამაკაცს უქრება სურვილი გააგრძელოს ურთიერთობა ტყუპებთან.

კირჩხიბი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ზედმეტად თბილები და მგრძნობიარეები არიან. მათთვის მეუღლე ყველაფერია. ზოგიერთ მამაკაცს ეს ყველაფერი სიამოვნებს, მაგრამ ზოგს აშინებს. კირჩხიბი ხშირად კარგავს კონტროლს და პარტნიორს უვლის ისე, როგორც მოხუც მამას ან შვილს. გმართებთ იყოთ თავშეკავებულები და ეცადეთ მიეჩვიოთ, რომ მამაკაცს შეუძლია იყოს თქვენგან დამოუკიდებელი
ლომი-ლომის სიამაყე და ეგოიზმი, ხშირად ანგრევს ურთიერთობას. ისინი ეგოისტები არიან საწოლშიც და ყოველთვის მიისწრაფვიან პირველობისკენ. არასდროს მიდიან კომპრომისზე, ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება და თითქმის არასდროს იჩენენ ყურადღებას პარტნიორებისადმი.

ქალწული - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, უჭირთ ურთიერთობის დაწყება და შენარჩუნება. იშვიათია მამაკაცი, რომელიც აკმაყოფილებს ქალწულის კრიტერიუმებს. ისინი ითხოვენ ძალიან ბევრს პოტენციური პარტნიორებისგან, რაც იწვევს მამაკაცების დაფრთხობას.
სასწორი-მთავარი პრობლემა მათი მერყევი ხასიათია. გადაწყვეტილებას ძალიან რთულად იღებენ, მითუმეტეს თუ ეს ეხება სიყვარულს და სექსს. მათ ეშინიათ არ დაუშვან შეცდომები და ყველას ეკითხებიან რჩევას. გადაწყვეტილებას იღებენ მაშინ, როცა უკვე ძალიან გვიანია. ძირითადად, მამაკაცებს არ აქვთ მოთმინება, ელოდონ სასწორ ქალბატონებს, მათ არ ესმით, რატომ უყურებთ ყველაფერს ასე რთულად და რატომ არ ცხოვრობთ მარტივად.

მორიელი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ვნებიანები არიან, ცდილობენ ყველაფრისგან სიამოვნება მიიღონ, მამაკაცები კი ამით ხშირად სარგებლობენ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მორიელი არასდროს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე.
მშვილდოსანი-ძალიან რთულია გაიგო რა სურს მშვილდოსანს. მან არასდროს იცის ზუსტად რას ელის ცხოვრებისგან. რაც შეეხება სექსს, ძალიან უცნაურია, გაუთავებლად გამოთქვამს პრეტენზიებს და ხშირად აფუჭებს ურთიერთობას.

თხის რქა - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ფრთხილები არიან. ისინი აკვირდებიან მომავალ პარტნიორს მანამ, სანამ არ გაიგებენ ყველაფერს მის შესახებ. მამაკაცებს უჭირთ თხის რქასთან ურთიერთობა, ამიტომ ურთიერთობისას, ხშირია უთანხმოება.
მერწყული-მერწყული თავდავიწყებითაა შეყვარებული თავისუფლებაზე. ის არასდროს ითვალისწინებს გვერდით მყოფ მამაკაცს და ყოველთვის ცდილობს იმოქმედოს საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე, შესაბამისად რთულია მერწყულთან ურთიერთობის აწყობა.

თევზები - თევზებს საკმაოდ მგრძნობიარე ბუნება აქვთ, ისინი რომანტიულები არიან და გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ. მათ ეშინიათ მარტოობის და არ შეუძლიათ საუბარი ცრემლების გარეშე. ეს ყველაფერი კი ძალიან ღლის თევზების პარტნიორს და სწორედ ამიტომ ურთიერთობა არც თუ ისე მყარია