
თუკი სტუდენტური სამგზავრო ბარათი გაქვთ აუცილებლად წაიკითხეთ,, რადგან შესაძლოა დავალიანების გადახდა მოგიწიოთ!
- 2015-10-04 19:41:02
- 2219 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დავალიანება ირიცხებოდა. როგორც ბანკში აუხსნეს, ჩართული ჰქონდა სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი, რომელიც უფასო აქციით სტუდენტური ბარათის აღებისთანავე ავტომატურად ირთვებოდა.
"საქართველოს ბანკში" ანაბარი უნდა გამეხსნა, ბარათის დამზადებისას ჩემს მონაცემებში აღმოჩნდა, რომ ჩართული მქონდა სმს და ინტერნეტ ბანკი ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება გავაპროტესტე, მაგრამ ბანკში მშვიდი სახით ამიხსნეს, რომ ეს იყო უფასო აქცია და ყველა სტუდენტს სამგზავრო ბარათის აღებისთნავე სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ავტომატურად ერთვება. მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ამ მომსახურების ჩართვა. სტუდენტის
სტატუსის გაუქმების შემდეგ კი უფასოდ ჩართული სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ფასიანი ხდება - გადასახადი თვეში 2 ლარს შეადგენს. ბარათს ვადა გაუვიდა და აღარ იყო მოქმედი, თუმცა ანგარიშის ნომერი კვლავ აქტიური იყო. ამ წლების განმავლობაში სმს და ინტერნეტ ბანკით არასოდეს მისარგებლია. დავალიანება ყოველთვიურად იზრდებოდა, იძულებული გავხდი ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება დამეფარა.
წაიკითხეთ სრულად