4 სავარაუდო შეზღუდვა ავტომფლობელებისთვის
- 2015-10-04 21:28:59
- 2020 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ავტომობილებზე 'ევრო 4-ის სტანდარტის დაწესება, მარჯვენასაჭიანების იმპორტის შეზღუდვა, მაღალი გამავლობის ავტომობილებზე ან მათ პარკინგზე სპეციალური გადასახადის დაწესება და ტექნიკური დათვალიერება - ეს ის საკითხებია, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, დედაქალაქს სატრანსპორტო ჩიხიდან გამოიყვანს. პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სხვა შემთხვევაში, თბილისი ავტოკოლაფსისგან თავის დაზღვევას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს.
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ამჟამად ქვეყანაში სულ 1,1 მლნ მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40%თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი. ასეთი რაოდენობით ავტომობილები ცხადია, რომ გზებზე გადაადგილების პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით კი დედააქალაქში და თანაცპიკის საათებში.
საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და საცობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება და სპეციალისტები უკვერამდენიმე თვეა მსჯელობენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. ყველა თანხმდება, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუმცა კონკრეტული გეგმა ისევ არ არსებობს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ავტოჩიხიდან გამოსასვლელად მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საზღვარზე 'ევრო 4~-ის სტანდარტის დანერგვა. პარალელურად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელიამარჯვენასაჭიანების იმპორტზეც. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს და ეს რამდენიმე ღონისძიების ერთობლივად გატარების შედეგად უნდა მოხდეს.
"როდესაც ვსაუბრობთ საცობების განმუხტვაზე, პირველ ეტაპზე აუცილებელია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, შემოვლითი რკინიგზის პროექტისაც. გამოთავისუფლებულ ადგილას გაკეთდება ავტომაგისტრალი, რაც განტვირთავს სააკაძისა და გმირთა მოედნებს. ეს არის ის მინიმუმი, რომლის გატარების შემთხვევაში, ასეთი კოლაფსი აღარ იქნება. მნიშვნელოვანია ასევე დასუფთავების სამსახურის, სპეცტექნიკისა და დისტრიბუციის ავტომანქანების გადაადგილების მოწესრიგება. შესაბამისი პროექტი ჩვენ მერიას შევთავაზეთ კიდეც.
აუცილებელია, რომ საზღვარზე დაწესდეს 'ევრო 4~-ის სტანდარტი,ანუ ჩვენც გავაკეთოთ ის, რაც აზერბაიჯანმა გააკეთა. ეს გარკვეულ ასაკობრივ შეზღუდვას გამოიწვევს იმპორტზე. ამის პარალელურად კი ავამოქმედოთ გარკვეული შეზღუდვა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებისიმპორტზეც~, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეტაპობრივად უნდა დაიწყოს ავტომობილების ტექდათვალირება. პირველ რიგში, იურიდიული პირების კუთვნილებაში მყოფმა მანქანებმა უნდა გაიაროს ტექნიკურიშემოწმება, შემდგომ სახელმწიფო სტრუქტურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც.
'კიდევ ერთი მთავარი საკითხი, ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულიზაცია. ბელგიაში მუნიციპალიტეტებმა და სამთავრობო უწყებებმა საკუთარ თანამშრომლებს უფასო სამგზავრო ბილეთები შეუძინეს, რის შედეგადაც მათ თავიანთი ავტომობილი სახლში დატოვეს. მერიიდან ჩვენც მოგვიწოდეს მანქანების გაჩერებისკენ, მაგრამ ბელგიისგან განსხვავებით ჩვენ სხვა სურათიგვაქვს - თბილისში რეალურად არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა განვითარებული. არადა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაძლოა, იყოს საცობების განტვირთვის ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი~, - განაცხადა მესხიშვილმა.
ევროკაშირის ტრასეკას პროექტის რეგიონალური კონსულტატი გელა კვაშილავაც თვლის, რომ სატრანსპორტო ჩიხიდან გამოსავალი არის ავტოპარკის განახლება:
"ამას კი სჭირდება საკანონმდებლო დონეზე ახალი და საწვავდამზოგი ტრანსპორტის პოპულარიზაცია. აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტად განვითარება. ეს ეხება როგორც ქალაქში მოძრავ ტრანსპორტს, ასევე საქალაქთაშორისოს. უნდა მოგვარდეს პარკინგის სისტემა და გარკვეული გადასახადი დაწესდეს მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე.
ყველა მთავარი და აუცილებელი არის ის, რომ ქვეყანაში ტექნიკურად გამართული მანქანები დადიოდეს. დღეს არ ვიცით, რომელი ავტომობილი რამდენი წლისაა, რა მდგომარეობაშია და ა.შ. ეს კი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს~, - განაცხადა კვაშილავამ.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიანების იმპორტის აკრძალვას, კვაშილვას აზრით, შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, მაგრამ უნდა მოხდეს გარკვეულდი გადასახადის დაწესება.
'ყველა ქვეყანა ირჩევს მარჯვენა ან მარცხენა მხარის მოძრაობას. როდესაც ორივე გაქვს, მაშინ ავარიების რისკი იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა მარცხენა მოძრაობაზეა მოწესრიგებული. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ავირჩიოთ ერთი ტიპი, ერთი მხარე უნდა გავხადოთ პრიორიტეტული, ეს საერთაშორისო სტანდარტია და ჩვენც უნდა ამ სტანდარტის შესაბამისად ვიმოქმედოთ. როდესაც ავირჩევთ ერთ მხარეს, მეორეს გარკვეული გადასახადი უნდა დავუწესოთ. სხვანაირად პრობლემა ვერმოგვარდება~, - დასძინა კვაშილავამ.
გაზეთი "ბიზნეს რეზონანსი"
mediamall.ge