თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსები იცვლება
- 2015-10-05 09:19:23
- 1230 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, დედაქალაქის ავტოპარკის განახლება იგეგმება.
როგორც ლექვინაძემ განმარტა, მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ახლით შეცვლა. მისი ინფორმაციით, პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა "იბიარდისთან" ვმუშაობთ. გვაქვს მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდანაც. მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოხდება თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად შეცვლა, თუმცა ეს მოხდება დროში გაწერილი სქემით“, - განაცხადა ლექვინაძე.
newposts.ge