რა აფუჭებს მკერდს? შოკისმომგვრელი გამოკვლევა

მიჩნეულია, რომ მკერდი - ქალის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილია. ამიტომ ქალბატონები ყოველთვის ნერვიულობენ მისი სილამაზისა და ფორმის შენარჩუნების საკითხზე. ბევრს მიაჩნია, რომ მკერდი ბავშვის ბუნებრივი კვების შემდეგ ფუჭდება და ამიტომაც ბევრს შვილის გაჩენის ეშინია. მაგრამ ამერიკული პლასტიკური ქირურგიის ორგანიზაციის გამოკვლევების მიხედვით, პირველ რიგში მკერდის სიმკრივეზე უარყოფითად მოქმედებს თამბაქო.

"თამბაქოს მოხმარება, ელასტინს შლის, რომელიც კანს სიმკვრივეს ანიჭებს. სიგარეტი - ყველაზე სასტიკი მტერია",- ამბობს ექიმი რინკერი.

"ორსულობა მკერდის ჩამოშვების რისკს მატებს. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად მიდის, არ არის არანაირი გადახრა, მკერდი ძველ ფორმას ინარჩუნებს",- აცხადებს ექიმი ჰენკოკი.


მოამზადა ელენე გურიელმა