ცნობილი თურქი მსახიობი ტომრის ინჯერი გარდაიცვალა (3 ფოტო)

ცნობილი თურქი მსახიობი ტომრის ინჯერი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. თურქული გამოცემა "მილაიეთის" ინფორმაციით მსახიობი ონკოლოგიური დაავადებით იყო ავად.
ტომრის ინჯერი 1948 წლის 16 მარტს დაიბადა ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში. 1974 წლიდან ის სტამბულის მუნიციპალური თეატრის მსახიობი გახლდათ და იმავე პერიოდში დაიწყო მისი კინოკარიერაც, ტომრისი თურქული კინოსა და თეატრის აღიარებული ვარსკვლავი იყო. ქართველი მაყურებელი მას ისეთი სერიალებიდან იცნობდა, როგორიცაა „1001 ღამე“ და „სიყვარული და სასჯელი“.







წყარო