40 ფაქტი "სამეფო კარის თამაშების" შესახებ, რომელიც არ იცით

12 აპრილს გამოვიდა ახალი სეზონის პირველი სერია, რომელმაც მილიონობით ადამიანის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, შესაბამისად საგას შემოქმედებით ჯგუფს სტიმული აქვს შექმნას კიდევ უფრო სანახაობრივი და ვნებიანი სერიები.

ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტად მოგვწონს რაღაც, მით უფრო ვინტერესდებით თითოეული დეტალით და ლოგიკურია, რომ გვინდა ბევრ ინფორმაციას ვფლობდეთ ამის შესახებ.

"სამეფო კარის თამაშები", საქართველოში, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამიტომ წარმოგიდგენთ 40 ფაქტს მის გარშემო, რომელიც სავარაუდოდ არ იცოდით აქამდე:

1. 2012 წელს, აშშ-ში, 150-ზე მეტ ახალდაბადებულ გოგონას დაარქვეს ხალისია, ემილი კლარკის პერსონაჟის საპატივცემულოდ.

2. ასევე, მეისი უილიამსის პერსონაჟის სახელი - არია, ნელ-ნელა იძენს პოპულარობას.

3. მსახიობმა, გვენდოლინ კრისტიმ, ბრიენას როლის შემსრულებელმა, არ იცის თავისი დაბადების ზუსტი თარიღი.

4. ძაღლი, რომელმაც სანსა სტარკის მგლის როლი შეასრულა, მსახიობმა სოფი ტერნერმა სახლში წაიყვანა. მას ზუნი დაარქვეს.

5. არიას როლი, 14 წლის მეისი უილიამსისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.

6. მსახიობი უნა ჩაპლინი, რომელიც რობ სტარკის მეუღლის - ტალისას როლს ასრულებს, ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილია.

7. ჰარი ლოიდი კი, რომელსაც პირველი სეზონიდან ვიზერის ტარგარიანის როლით იცნობთ, მწერალ - ჩარლზ დიკენსის შვილთაშვილი.

8. ცხენის გული, რომელიც დეინერის ტარგარიანმა დროგოსთან ქორწილისას შეჭამა, რეალურად მხოლოდ ნახევარი კილოგრამი საღეჭი მარმელადია.

9. ასევე არაა ნამდვილი ის ხორცი, რომელსაც სერიალში ტირიონი მიირთმევს. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ მსახიობი ვეგეტარიანელია.

10. ტეონ გრეიჯოის როლის შემსრულებელი - ალფი ალენი, ინგლისში პოპულარული მომღერლის, ლილი ალენის ღვიძლი ძმაა. მან სიმღერაც კი დაწერა იმაზე, რომ ალფი სულ ეწევა.

11. თომას ბროდი სანგსტერი, რომელიც სერიალში ჯოიენ რიდის – ბრენის 13 წლის თანამგზავრის როლს ასრულებდა, სინამდვილეში უკვე 23 წლისაა.

12. ასევე ის ახმოვანებდა ფერბს პოპულარულ ანიმაციურ სერიალში - „ფინისი და ფერბი“.

13. დიახ! ის ასევე თამაშობდა პატარა, საყვარელი ბიჭუნას როლს ფილმში - „რეალური სიყვარული“.

14. დოტრაკიული ენა ფილოლოგებმა სერიალისთვის მოიგონეს. მასში 3000-ზე მეტი სიტყვაა.

15. ენის შესაქმნელად გამოიყენეს: რუსული, თურქული, ესტონური, ინუკტიტუტი და სუაჰილის ენა.

16. მსახიობები, რომლებიც დების – სანსასა და არიას როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში დაქალები არიან.

17. მსახიობი სთივენ დილეინი, რომელიც სტანის ბარათეონის როლს ასრულებს, – „ჰარი პოტერისეული“ ტომ რიდლის მამაა.

18. პიტერ დინქლეიჯი (ტირიონ ლანისტერი) ტირიონის როლის პირველი და ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა პირადად ჯორჯ მარტინმა დაამტკიცა.

19. პიტერ დინქლეიჯი და ლენა ჰედი (სერსეი ლანისტერი) გადაღებებამდეც მეგობრობდენ, ტირიონი თავის „დას“ როლის ათვისებაში ეხმარებოდა.

20. ჯეკ გლისონმა, თქვენთვის ცნობილმა, როგორც მეფე ჯოფრიდი, შეასრულა პატარა ბიჭის როლი - "ბეთმენი-დასაწყისში".

21. ემილია კლარკს (დეინერისს) თმა არასდროს გაუთეთრებია. ის პარიკს ატარებს.

22. სოფი ტერნერი (სანსა) კი პირიქით, ბუნებრივად ქერა იყო, გადაღებების წინ შეიცვალა ფერი და გახდა წითური.

23. ჯორჯ მარტინმა უკვე მოიფიქრა როგორ დამთავრდება საგა და ამის შესახებ სერიალის პროდუსერებს უამბო. იმ შემთხვევისთვის, თუ წიგნების დასრულებას ვერ მოასწრებს თავად.

24. სერიალის მსახიობთა უმეტესობას, ჯორჯ მარტინის წიგნების სერია, რომლის მიხედვითაც ხდება ფილმის გადაღება, წაკითხული სულაც არ აქვს, რადგან ეშინიათ, რომ დროზე ადრე გაიგებენ თუ რა ელით მათ პერსონაჟებს.

25. მსახიობი, რომელიც ბრმა მეისტერ ეიმონის როლს ასრულებს, რეალურ ცხოვრებაშიც უსინათლოა.

26. პირველი ეპიზოდის შემდეგ, ჯეკ გილსონმა(ჯოფრიმ), წერილი მიიღო ჯორჯ მარტინისგან, სადაც ეწერა: - "გილოცავთ, თქვენ ნამდვილად ვერავინ ვერ გიტანთ".

27. ფილმის ავტორებს აწერენ შექმნას ტერმინის - „სექსპოზიცია“. ეს ის დროა, როცა სიუჟეტში მნიშვნელოვანი მომენტები ხდება, ეკრანზე კი სექსს გვაჩვენებენ.

28. კედლის პირველწყარო მარტინმა შოტლანდიაში ნახა.

29. პირველ სეზონში, ერთ-ერთი მოჭრილი თავი, აშშ-ს პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის მანეკენია. სერიალის შემქმნელებმა ამ გაუგებრობის გამო ბოდიში უკვე მოიხადეს.

30. სტარკების მგლების როლებს, პირველ სეზონში, ჩრდილოეთ ინუიტის ჯიშის ძაღლები ასრულებდნენ.

31. მეოთხე სეზონში კი ისინი ნამდვილი მგლები არიან, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით უფრო გაადიდეს.

32. ჯულიან გლოვერი, რომელიც მეისტერ პიცელის როლს ასრულებს, თამაშობდა „ვარსკვლავურ ომებსა“ და „ინდიანა ჯონსში“.

33. მიშელ ფეირლიმ, არა მხოლოდ ქეითლინ სტარკის როლი შეასრულა, არამედ ჰერმიონა გრეინჯერის დედის როლიც, "ჰარი პოტერის" ბოლო ფილმში.

34. მსახიობის ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს (ჯეიმი ლანისტერის) დებიუტი, ფილმში - „შავი ქორის დესანტი“ შედგა.

35. სერიალის პილოტური ვერსია არასდროს არ იქნება ნაჩვენები. იქ სხვა მსახიობებიც კი მონაწილეობენ.

36. ემილი კლარსკი ახმოვანებდა დოქტორ ზოიდბერგის მეგობარ გოგოს, ამერიკულ, ანიმაციურ სერიალში - "ფუტურამა".

37. არია და ჰოდორი, რეალურ ცხოვრებაში დაკავებულნი არიან დიჯეინგით.38. გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ჰოდორი წვერის გარეშე? იხილეთ ქვემოთ სურათი.

39. ასევე იხილეთ ძაღლის ფოტო, რომელიც წვერისა და ნაიარევების გარეშეა გადაღებული.

40. და ბოლოს, ასე გამოიყურებოდა მარგერი ტირელის ბებია 60-იან წლებში. გავს ხო „შვილიშვილს“?