ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 2015-10-08 14:34:06
- 1154 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 9 ოქტომბერს 2.3992 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3999 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0007 -ით გამყარდა.
სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7099 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6999 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0100 - ით გაუფასურდა.