ერაყში თარხან ბათირაშვილი დაიღუპა - IRNA

ერაყში, სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, თარხან ბათირაშვილი, იგივე უმარ ალ-შიშანი დაიღუპა

ამის შესახებ ირანული გამოცემა IRNA წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშები ტერორისტების ავტომობილებზე ერაყის ავიაციამ ანბარის პროვინციაში, ქვეყნის დასავლეთით განახორციელა. მათი ინფორმაციით, დაჭრილია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაქრს ალ-ბაღდადი, რომელიც სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოს" სხვა ლიდერებთან შესახვედრად მიემგზავრებოდა. იერიშის შედეგად დაიღუპა ალ-ბაღდადის მრჩეველი აბუ უმარ ალ-შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი, ასევე აბუ საიდ ალ-კარბული და ბოევიკების მეთაური აბუ ანის ალ-სური. გავრცელდა ინფორმაცია თავად ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა ჯერჯერობით არ დასტურდება. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადრეც რამდენჯერმე გავრცელდა.