აი რას წერს ნოიერი საქართველოს ნაკრებზე!

11 ოქტომბერს გამართული ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის - გერმანია-საქართველოს შემდეგ, კომენტარი გერმანელების მეკარემ, მანუელ ნოიერმა გააკეთა.
ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

„ჩვენ განსაკუთრებული კონცენტრაცია და სიფხიზლე გვჭირდებოდა. რადგან ქართველებს იმდენი შანსი ჰქონდათ, რომ მეგონა საფრანგეთს, ესპანეთს ან იტალიას ვეთამაშებოდით“- განაცხადა ნოიერმა.

მატჩი გერმანიის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.






newposts.ge