პეტრე კოლხი შვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

პეტრე კოლხი საკუთარი ქალიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"ძალიან მტკივნეულია, როცა ყველაფერს აკეთებენ, რომ შური და აგრესია გაამართლონ. იწყებენ ლანძღვას, შეურაცხყოფას, გინებას, კანონების ციტირებებს, ოღონდ ვერ აცნობიერებენ, რომ ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. ხშირად მსმენია-,,მამამ გააპიარა"... რა სჭირს მარიამს გამოსაჩენი?! თუ მშობელი თვლის, რომ ხელი უნდა შეუწყოს შვილს, ეს დასაზრახია?! სულ არ მინდა ისეთი უმნიშვნელო როლებით მოცდეს, როგორიც მსახიობობა, მოდელობაა... მას იმხელა გონებრივი შესაძლებლობა გააჩნია, ნებისმიერ სფეროში წარმატებული იქნება... ასეთი ,,მზრუნველობა" რომ გამოავლინეთ, უსამართლო განსჯას თავი ანებეთ და წარმატებები უსურვეთ... მარი შეიძლება მხატვრულ ფილმში გადაიღონ, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე წარსდგება...", - წერს კოლხი სოციალურ ქსელში.