განო ძალიან ცუდადაა–რას ჰყვება განო მელითაურის დედა?

რამდენიმე დღის წინ განო მელითაურს გოგონა შეეძინა. მან მშობიარობის წინა დღეებში სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური პოსტი დაწერა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით განოს დედა თინა მენაბდე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


თინა მენაბდე: "განოს ისეთი ტრაგედია დაატყდა თავს, იმ პერიოდში ვერავინ დაეხმარებოდა და ვერც ვერავინ დაეხმარება. მასთან უბრალოდ ვიყავი. ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა. ვინც უნდა თქვას, მე ვეხმარებოდიო, ეს ძალიან დიდი სიცრუე იქნება. მისი დახმარება ის იყო, რომ განოს კოტესთან ერთად ცხოვრება უნდოდა, კოტეს კი ვერ გავაცოცხლებდი. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია. თვითონ განაგებს თავის საქმეს, ყველაფერს. იშვიათად რევს ვინმეს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიანობაში. ემოციურად მძიმე და დატვირთული ფონი აქვს. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. ძალიან ცუდადაა, მეტის თქმა არ შემიძლია."


mediamall.ge