ვიქტორია ბექჰემმა ქმართან დაშორების შესახებ ისაუბრა
- 2015-10-14 21:17:55
- 3115 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 წლიანი ქორწინების შემდეგ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები დაშორებას გეგმავენ. წყვილის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ტაბლოიდები ხშირად ავრცელებენ ხოლმე. ამჯერად კი ჟურნალისტები წერენ, რომ დევიდს და ვიქტორიას დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვთ და ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დრო არ რჩებათ.
დიზაინერმა გადაწყვიტა, ჭორის შესახებ მედიასთან კომენტარი გაეკეთებინა.
„ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ქმარი და ლამაზი, ჯანმრთელი, ბედნიერი შვილები. კი, ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ, დაკავებული ვართ საკუთარი საქმეებით, საქველმოქმედო პროექტებით, თუმცა ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის გვაქვს. მე და დევიდი არ ვაპირებთ, ვინმეს რამე დავუმტკიცოთ, გვიყვარს ერთმანეთი, ვზრუნავთ ერთმანეთზე… ჩვენ ძლიერი წყვილი ვართ,“ – ამბობს ვიქტორია ინტერვიუში ჟურნალთან Grazia.
fortuna.ge