ვინ დააშორა თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთმანეთს

თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის სასიყვარულო ისტორიაზე რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობენ. ახლა კი ხმა გავრცელდა იმის შესახებ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. როცა "ნიუპოსტი" ამბის გადასამოწმებლად თამუნას დაუკავშირდა, პირველი რაც თქვა, სამჯერ დააკაკუნეთო.
თამუნა მუსერიძე: საიდან მოვიდა ეს ჭორი არ ვიცი. ჩხუბი კი არა, კამათიც არ ყოფილა ჩვენს შორის. ყველგან ერთად დავდივართ და ამ მხრივაც კი არ ჰქონიათ მიზეზი, ეთქვათ დაშორდნენო. სანდრო კარგი ბიჭია და არასდროს მაეჭვიანებს. ასე რომ გადასარევად ვგრძნობთ თავს და სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებონ. თუ ჭორაობა უნდათ, სხვა სახის ამბები გაავრცელონ, ოღონდ დაშორებაზე არა რა.










newposts.ge