9 რჩევა ოცი წლის ახალგაზრდებს 40 წელს გადაცილებულებისაგან
- 2015-10-15 18:15:31
- 2263 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მწერალი და ბლოგერი, მარკ მენსონი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს მათ ვინც 30-40 წლის ასაკშია.
9 რჩევა მათ, ვინც 20-ს გადასცილდა, მათგან, ვინც 40-ს გადაცილებულია:
1. დაიწყეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლავე
თქვენი გონება თვლის, რომ ის 10 წლით უმცროსია თქვენს სხეულზე. თუმცა, თქვენი სხეულის ჯანმრთელობა შეიძლება უცებ გაქრეს, ისე რომ ვერც შენიშნოთ. ხშირად გაიგონებთ 40 წელს გადაცილებულებისაგან — «მე რომ ახლა 10 წლით ახალგაზრდა ვიყო, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვრებდი, დავიცავდი რეჟიმს, სწორად გავანაწილებდი და დავზოგავდი ენერგიას, დავიცავდი სწორი კვების წესებს, არ გადავიტვირთებოდი არც მუშაობისა და არც გართობის დროს». ეს სრული სიმართლეა.
2. ნუ ეკონტაქტებით ადამიანებს, ვინც არაკეთილგანწყობილია თქვენს მიმართ
მიეჩვიეთ უთხრათ «არა» ხალხს, მოქმედებებს და მოვალეობებს, რომლებსაც არანაირი სარგებელი და ღირებული არ მოაქვთ თქვენთვის. ნუ აიტანთ ადამიანებს, რომლებიც კეთილგანწყონილნი არ არიან თქვენს მიმართ, თუნდაც გართობის ან ფინანსური სარგებლის გამო. ეს ემოციურად დაგძაბავთ და ზიანს მოგაყენებთ. ადამიანები ხშირად რაღაც მოსაზრებებით მაუნც კონტაქტობენ ამგვარ ადამიანებთან, რის გამოც შემდეგ პრობლემები ექმნებათ. კარგი ურთიერთობები დიდი რთულად ყალიბდება და არსებობენ თქვენი რეალური მეგობრები, არ არის საჭირო ხარჯოთ დრო და ენერგია შემთხვევით და არაკეთილგანწყობილ ადამიანებზე. თქვენ აღარ ხართ 20 წლის, რომ ყველასთან გქონდეთ ურთიერთობა.
3. მოექეცით კარგად მათ, ვინც მოგწონთ, გიყვართ და ვის მიმართ გულგრილი არ ხართ
ტრაგედია ყველა ადამიანისა თუ ოჯახის ცხოვრებაში ხდება. იყავით ის პიროვნება, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება. 30-დან 40 წლამდე პერიოდი ეს ის დროა, როცა პრობლემები იმატებს. სწორედ ამ დროს გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გულწრფელია თქვენს მიმართ, უანგარო დამოკიდებულება აქვს თქვენთან და თქვენც ანალოგიური დამოკიდებულებით უპასუხეთ.
4. ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, მიზნად დაისახეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით
ცხოვრებაში ყველაფერი კომპრომისებზეა აგებული. თქვენ იძულებული ხდებით დათმოთ ერთი რამ, რათა მიაღწიოთ უფრო მნიშვნელოვანს. არჩევანი ხშირად მცდარია ხოლმე. წლებია საჭირო იმისათვის, რომ აირჩიოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, სიამოვნებას განიჭებთ და სასარგებლოა თქვენთვის.
5. ნუ გეშინიათ, გარისკეთ, თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ
მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ასაკში უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩეულ გზას უნდა მიყვეს, არასოდეს არ არის გვიან დაიწყოთ თავიდან და რაიმე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.
6. გააგრძელეთ ზრდა და განვითარება, ეცადეთ გახდეთ უკეთესი
თქვენი პირველი ნომერი ამოცანა უნდა იყოს, რომ გახდეთ უჯკეთესი — უკეთესი ადამიანი, კოლეგა, მეგობარი, ოჯახის წევრი. რაიმეს სწავლა და სრულყოფისკენ მისწრაფება არასდროს არის გვიან, ეს თქვენს პიროვნებასაც და ცხოვრებასაც უკეთესობისაკენ შეცვლის.
7. ნუ შეგეშინდებათ გეგმების ჩაფუშვისა და მარცხის
არავის შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თუ როგორი იქნება მისი ცხოვრება 5 წლის შემდეგ. ხშირად ჩვენი გეგმები იფუშება, ვმარცხდებით, მაგრამ ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვათ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია არ მოკვდეთ სულიერად, გონებრივად, ემოციურად, ადამიანურად.
8. ყველაფერი გაიღეთ ოჯახისათვის
თუ თავისუფალი დრო გაქვთ, ეცადეთ ის გაატაროთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად. შექმენით საკუთარ ოჯახში სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფერო, ეს თქვენ გაგაძლერებთ დასიამოვნებას მოგანიჭებთ.
9. ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი ღირსების პატივისცემა
გაუკეთეთ საკუთარ თავს რაიმე კარგი ყოვედღე, ცხოვრება რთულია, ასე რომ ვისწავლოთ საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული, თუმცა ეს არ უნდა გადაგივიდეთ ეგოიზმში. როდესაც თქვენს წინაშე კიდევ ახალი პრობლემა, მოვლენა ან ადამიანი გაჩნდება, ჰკითხეთ საკუთარ თავს, იქნება ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის 5 ან 10 წლის შემდეგ? თუ არა, მინიმალური დრო დაუთმეთ მათ და გადადით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.