"სწერვები" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ გაავებული ქალის ძირითადი პრობლემა უსექსობა ან უკაცობაა, თუმცა საქმე არც ისე მარტივად გახლავთ, ძვირფასო მამაკაცებო. ქალების გაავების მიზეზი ხშირად მათ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, რომლის წინაპირობაც დედ-მამასთან არცთუ "ტკბილი" ურთიერთობაა. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში არსებულ რომელიმე "მაწაკას" საკმაოდ ადრე მოუხდა ცხოვრების გზის თავისი ძალებით გაკაფვა, ან შესაძლოა ადრეული ასაკიდან აწუხებდა უფრო დიდი ამბიციები. მოკლედ, დღეს თემა "მაწაკებს" ეძღვნება და ჩვენ მოგიყვებით, როგორ ვებრძოლოთ ე.წ. "სწერვის" სახელით მონათლულ სუსტი სქესის ძლიერ წარმომადგენლებს ყოველდღიურობაში.


ჰაერის ნიშნის მაწაკები - ტყუპი, სასწორი, მერწყული


ტყუპი - გამოირჩევა იმით, რომ არაფრად აგდებს საზოგადოების აზრს. ავტორიტეტებს აგდებულად ექცევა.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქე მწარე რეპლიკებით მწყობრიდან უნდა გამოიყვანოთ, რადგან სწორედ ასეთ მომენტშია განსაკუთრებულად დაუნდობელი. მთავარია, თქვენი საყვარელი ადამიანის თანდასწრებით გიყვიროთ, რომლის წართმევასაც გიპირებდათ.
თუ ის თქვენი უფროსია - დაპირისპირება იუმორში გაატარეთ. არა შეგამჩნიოთ, რომ გეშინიათ მისი, თორემ თავზე წამოგაჯდებათ.

სასწორს - არ ეშინია კონკურენციის, რადგან გამჭრიახი გონების წყალობით ინტრიგების ხლართვის დიდოსტატია.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს არ დაანახვოთ ემოციები. თუმცა, მიახვედრეთ, რომ აბუჩად იგდებთ მის სწრაფვას თქვენი ბედნიერება დაანგრიოს.
უფროსის გულს კომპლიმენტებისა და საჩუქრების გარეშე ვერ მოიგებთ. ამასთანავე, მოუყევით თქვენი "უბედური ყოფის" შესახებ. მაქსიმალურად დაამძიმეთ სიტუაცია. მთავარია, ტყუილში არ გამოგიჭიროთ.


მერწყული - იმდენად თავისუფლებისმოყვარე და უშრეტი ენერგიის მფლობელია, რომ მისი მეტოქეობის არ უნდა გეშინოდეთ, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ...

ბრძოლის მეთოდები:
ვერ იტანს ღია ბრძოლას და უხეშობას. არ უყვარს სკანდალები და თუ მისი გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტეთ, ამ რჩევით ისარგებლეთ.
უფროსის ყურადღება რომ დაიმსახუროთ, სამოსი და მანერები იდეალური უნდა გქონდეთ. მეტყველება – მკაფიო და თავდაჭერი.


წაიკითხეთ  სრულად