თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

მთავრობის ადმნისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და ტელეკომპანიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.

როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავენ.

არსებული ინფორმაციით, ჩერგოლეიშვილი ორთაჭალაში, მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან "გაზპრომის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.


newposts.ge