კიმ კარდაშიანს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

კიმ კარდაშიანი ისევ ექიმებში დარბის და თაყვანისმცემლებს ისევ ჯანმრთელობის პრობლემებით უხეთქავს გულს – საქმე იმაშია, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავს ექიმებმა ორგანიზმში ცვლილებები აღმოუჩინეს – ეს კი შეიძლება დიაბეტს ნიშნავდეს. ამ სიტუაციაში არაფერია კარგი იმის გარდა, რომ დიაბეტის ფორმა, რომლითაც, სავარაუდოდ, კარდაშიანია დაავადებული, მხოლოდ ორსულებს ემართებათ, ის მშობიარობისთანავე ქრება, თუმცა, ბუნებრივი მშობიარობა ამ დიაგნოზის შემთხვევაში ძალიან მძიმე, დროში გაწელილი და, რაც მთავარია, საშიშია – როგროც ბავშვიისთვის, ისე დედისთვის.


ეს უსიამოვნო ფაქტი კიმმა დას, კორტნისა და დედას, კრისს რა თქმა უნდა, კამერების წინაშე გაუმხილა – ქალები ორსულ ვარსკვლავს გადაეხვივნენ და მისი დამშვიდება სცადეს. კიმმა ბევრი იწვალა, რომ მეორე შვილი გაეჩინა – ის ყოველ დღე, საღამოს ხუთ საათზე ექიმის კაბინეტში იჯდა იმის გასარკვევად, დადგა თუ არა ოვულაციის პერიოდი. რამდენიმეთვიანი პროცედურების, მკურნალობისა და ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ქალი დაფეხმძიმდა, თუმცა, მისი წინა ორსულობის არ იყოს, საკმაოდ რთულად მიმდიანრეობს. ამის მიუხედავად, კარდაშიანი არც ხმაურიან წვეულებებს აკლდება და არც ტრადიციული ტანზე მომდგარი აუთფითების ჩაცმას იკლებს. კარდაშიანი აქტიურად საუბრობს რთულ ფეხმძიმობაზე და ამბობს, რომ ამდენი წვალება უღირს, რადგან სულ მალე კიდევ ერთხელ უნდა გამოცადოს დედობის ბედნიერება.


ნორზ ვესთი დაგეგმილზე 5 კვირით ადრე გაჩნდა, კიმს რთული მშობიარობა ჰქონდა, იყო საფრთხე, ვარსკლავისთვის საშვილოსნო ამოეჭრათ, თუმცა, პირველ ჯერზე კარდაშიანი იოლად გადარჩა, ამჯერად ეს საფრთხე ბევრად მედგრად უტევს და ექიმები ვერ პასუხობენ, რამდენია იმისი შანსი, რომ ქალმა ბავშვების გაჩენის უნარი შეინარჩუნოს. და თუ მოსალოდნელი გესტაციონური დიაბეტის დიაგნოზსაც გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, კიმს მშობიარობა მართლაც ძალიან გაუჭირდეს – მით უმეტეს, რომ კარდაშიანს უნდა მეორე შვილი, ბიჭუნა ბუნებრივი გზით მოავლინოს ქვეყანას.


musicbox.ge