,,თბილისობა 2015” და ჩვენ - ,,ჩამოთრეულები“

ჩვენ- ,, ჩამოთრეულები”, ”სოფლელები” , ,, ცხოველები” ვართ, ის ჩამოთრეულები 13 ივნისს რომ გედექით გვერდში, თუმცა თქვენ კი არა, თბილისს ვედექით...
დღეს ნაშუადღევს გამეღვიძა, ყავა გავიკეთე და ლეპტოპს მივუჯექი. როდესაც სოციალურ ქსელში გაზიარებულ ახალ ამბებსა და მეგობრების სტატუსებს გადავხედე, წაკითხულმა სულით-ხორცამდე შემძრა. ავტორები, რომლებმაც დაწერეს ეს პოსტები და სტატიები წარმოადგენენ იმ ადამიანთა კატეგორიას ცივილურობასა და თანამედროვეობაზე რომ დებენ თავს და აქეთ ჩვენ გვეძახიან ბნელებს, ,,XXI საუკუნეაო”- გვახსენებენ ხოლმე. ხოდა სწორედ ასეთი ადამიანების პრიმიტიულმა შეხედულებებმა გამოიწვია ჩემში უდიდესი პროტესტი. პირდაპირი გაგებით ყბა ჩამომვარდა. ეს ადამიანები დაგვცინოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ჩვენ-,, ჩამოთრეულებს” , გვადარებდნენ ცხოველებს, უფრო მეტიც- ღორებს, რომლებიც ვაბინძურებდით მათ წკრიალა ქალაქს :) გვეძახდნენ ,,სოფლელებს” ყველაზე უარყოფითი გაგებით. პირდაპირ მაოცებს მათი სითავხედე და არაკორექტულობა. ჩვენ მოგვაწერდნენ ყველა სახის პრობლემას, რომელიც არსებობს თბილისში. გვეზედმეტებითო, კაი ტიპებმა :)) R u mad bro??
მოღრუბლული ამინდი იყო გარეთ, ცაც მოღუშული მომჩერებოდა თითქოს ისიც ,,კარენოი” თბილისელების ჩვენდამი დამოკიდებულებას იზიარებდა. ისეთი ამინდი და განწყობა იყო, გარეთ გასვლის სურვილიც კი დამეკარგა. ხო კიდევ სწორედ ეს ხალხი გამოდის მერე და გმობს დისკრიმინაციას, რასიზმსა და ადამიანის უფლებების შელახვას. თქვე ოჯახაშენებულებო, ჩვენ კარგი, ჯანდაბას, ჩამოვეთრიეთ, მაგრამ რომლები ხართ იმ ხოხბის პირდაპირი შთამომავლები?

ჩვენ- ,, ჩამოთრეულები”, ”სოფლელები” , ,, ცხოველები” ვართ, ის ჩამოთრეულები 13 ივნისს რომ გედექით გვერდში, თუმცა თქვენ კი არა, თბილისს ვედექით, ღირსეულ თბილისელებსა და საქართველოს. მეც ,,ჩამოთრეული” ვარ კახეთიდან, კერძოდ ქალაქ თელავიდან, ძალიან რომ მიყვარს და ყოველდღე მენატრება, თან ვამაყობ ამით. მარტო თბილისი არაა საქართველო, პატივი ეცით სხვა კუთხის მაცხოვრებლებსაც, მადლობა ღმერთს, რომ თბილისში მცხოვრებ ადამიანთა გარკვეული ნაწილი პირიქით, დიდი სიყვარულითა და სითბოთი გვეპყრობა.

უამრავი აზრი ამერია გონებაში, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და უზომოდ გულნატკენი, როდის უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული ან როდის უნდა მოეღოს ბოლო პროვინციალიზმსა და მსგავსი შეხედულებების არსებობას? ძალიან მტკივა გული. უფალს ებარებოდეთ :)

newposts.ge