7 ყველაზე საშიში, განგსტერი ქალი მსოფლიოში (7 ფოტო)

როდესაც საქმე ეხება მაფიას, მაშინვე გვახსენდება ისეთი ქარიზმატული მამაკაცები, როგორებიც არიან დონა კორლეონი და ტონი სოპრანო. თუმცა, ქალებსაც არანაკლებ კარგად გამოსდით ამ სისტემის მართვა.დღესდღეობით, ისინიც ხელმძღვანელობენ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.გთავაზობთ სიას, 7 ყველაზე საშიში თანამედროვე ქალის შემადგენლობით.ერთი შეხედვით, ისინი ჩვეულებრივ ქალებს ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში…





1) კლაუდია ოჩოა ფელიქსი
ინსტაგრამის ვარსკვლავმა პოპულარობა არა მხოლოდ თავისი გულახდილი ფოტოებით მოიპოვა. ეს გოგონა მექსიკური ბანდის, “ლოს-ანტრაქსის” ლიდერად ითვლება.ამ ჯგუფის კისერზე ბევრი მძიმე დანაშაულია, დაკვეთილი მკვლელობების ჩათვლით. ამ დაჯგუფების თავდაპირველი ლიდერი იყო გოგონას მეგობარი მამაკაცი, ჟოზე როდრიგო არეჩიგა გამბოა. მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებით დააკვა, კლაუდიამ მისი ადგილი დაიკავა. ის თავისი ჭკუისა და კავშირების წყალობით, ჯერ კიდევ გარეთ დასეირნობს.







2) ანა გრისტინა
რამდენიმე წლის წინ, ქალაქის გაზეთები წერდნენ “ქალბატონის შესახებ ზემო ისტ-საიდიდან”. ის ფლობდა საროსკიპოებს.თუმცა, მას ოფიციალურად ბრალი ვერ დაუმტკიცდა. მან განაცხადა, რომ “დიდი მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულებრივ ქმედებებში”. ის სულ რაღაც ნახევარი წელიწადი იხდიდა დანაშაულს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 5 წელი კიდევ დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.მისი ქვეყნიდან გაძევებაც ვერ მოხერხდა. (გრისტინა შოტლანდიელია), რადგან იგი მრავალშვილიანი დედა აღმოჩნდა.








3) რაფაელა დალტერიო
ის მართავდა ერთ-ერთ უძველეს მაფიოზურ დაჯგუფებას, “კამორა”, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე, ნიკოლა პიანესი გარდაიცვალა. სამი წლის წინ რაფაელა დააპატიმრეს. “დიდი კნუტის” ძებნის დროს, როგორც რაფაელა დალტერიოს უწოდებენ, აღმოაჩინეს 10 მილიონზე მეტი დოლარი. მისმა დაჯგუფებამ, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ჩაიდინა დაახლოებით 4 000 მკვლელობა.







4) ჯუდი მორანი
ეს ქალბატონი, პენსიონერის შეხედულებით, არის უდიდესი ავსტრალიური დაჯგუფების, “მორანოვის” მმართველი. ეს დაჯგუფება დაკავებული იყო ნარკობიზნესით. როგორც ბევრმა სხვა მაფიოზმა ქალმბატონმა – ჯუდი მორგანმაც თავისი უმაღლესი წოდება ბანდაში მიიღო ცოლ-ქმრული კავშირის წყალობით.პირველად, ის დაქორწინებული იყო დაჯგუფების ერთ-ერთ წევრზე, ლესლი კოულომზე.მისი მკვლელობის შემდეგ კი, ცხოვრება დაუკავშირა, ბანდის მმართველს, ლუის მორანის.მისი გარდაცვალების შემდეგ კი, დაჯგუფების მმართველი მაინცდამაინც ჯუდი გახდა.ორი ვაჟი, ორივე ქორწინებიდან, ორმხირივი სროლის დროს მოუკლეს.თავად ჯუდი დაიჭირეს 2009 წელს და მას 26-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.







5) სანდრა ავილა ბელტრანი
ნარკოდაჯგუფების მმართველი, ცნობილია ზედმეტსახელით: “წყნარი ოკეანის დედოფალი”. სანდრა ბელტრანი ძალიან მოხერხებული დამნაშავე იყო, იმდენად, რომ მის წინააღმდწეგ სამხილებიც კი ვერ იპოვეს.ორჯერ იყო დაქორწინებული, ორჯერვე გადაყენებულ პოლიციელზე.ის დაიჭირეს 2007 წელს, მისი კონკურენტის “წყალობით”.






6) მარია ლიჩარდი
მარია ლიჩარდი კიდევ ერთი “წმინდა დედაა” ნეაპოლიტანური მაფიიდან. მან თავისი დაჯგუფებისთვის გაიჩინა შემოსავლის ახალი წყარო – სექს-მომსახურება.ბანდა არასრულწლოვან გოგონებს ყიდულობდა ალბანური მაფიიდან.მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, სექს-მომსახურებისთვის არ გამოდგებოდა, კლავდნენ. მარია ლიჩარდი 2001 წელს დაიჭირეს და დღემდე გისოსების უკან ცხოვრობს.







7) მარია ლეონი
მარია ლეონის დანაშაულებრივი ცხოვრება ია-ვარდებით იყო მოფენილი. მას დაჯგუფების მართვაში 13 შვილის გაჩენამაც კი არ შეუშალა ხელი. მარიას ბანდა დაკავებული იყო ყველა სახის დანაშაულებრივი ქმედებებით, დაკვეთილი მკვლელობებით, ადამიანების ვაჭრობით, ნარკობიზნესით…
წლების განმავლობაში ეს დაჯგუფება ლოს-ანჯელესში უბედურების ფონს ქმნიდა. მარია ლეონი დიდხანს ვერ ამხილეს, მისი კავშირების წყალობით, მექსიკურ მაფიასთან.
2008 წელ,ს ორმხრივი სროლის დროს, მარია ლეონის ერთ-ერთი შვილი გარდაიცვალა. ბანდის ხელმძღვანელი მექსიკაში გაიქცა, მაგრამ შვილის დაკრძალვაზე ჩავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც დაიჭირეს კიდეც.





aww.ge