ორსულობის 9 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
- 2015-10-20 20:20:37
- 4225 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
1. შენ მინი- მენსტრუაცია გაქვს. ორსულობა არ არის იმის გარანტი, რომ მენსტრუაცია საერთოდ არ წამოგივა. ზოგჯერ გვგონია, რომ კრიტიკური დღეები მოვიდა და ორსულად არ ვართ. სინამდვილეში ორსულობის პირველ თვეებში ხშირად ხდება ხოლმე, რომ სისხლიანი გამონადენი მოდის.
2. ჭიპის ქვემოთ ვერტიკალური ხაზი მუქდება. კანის ეს ხაზი, რომელიც მუცელზე გადის, "თეთრ ხაზს" ეძახიან, ან linea alba. ჰორმონები, რომელიც ორსულობის ადრეული სტადიისთვისაა დამახასიათებელი, ამ ადგილის გამუქებას იწვევს ხოლმე.
3. ორსულობის პირველ თვეებში ძუძუსთავები შესაძლოა გამუქდეს. ზოგჯერ გადიდდეს კიდეც.
4. ლოყები მუქდება. ამ მოვლენას "ორსულობის ნიღაბი" ეწოდება, ის ისევე იმ ჰორმონალური ცვლილებებითაა გამოწვეული. თუმცა ეს სიმპტომი ორსულობის მოგვიანებით პერიოდში მჟღავნდება. მაგრამ ქალების დიდ ნაწილს, პირველ თვეებშიც შეენისნებათ ხოლმე.
5. საშვილოსნოს ყელის სპაზმები. სპაზმები გაქვთ და მენსტრუაცია არ მოგდით? სავარაუდოდ დროა ქაღალდის ზოლზე მოშარდოთ.
6. შენი სექს-დრაივი სადღაც დაიკარგა. ორსულობის პირველ თვეს ეს მოვლენა საკმაოდ ხშირია.
7. შენ ყველაფერს ოდნავ ბუნდოვნად ხედავ. ეს საკმაოდ ხშირი უკუჩვენებაა. ძალიან ბევრი ქალი ორსულობის დადგომასთან ერთად, მხედველობის გაუარესებას ამჩნევს.
8. შენ ძალების გამოლევას გრძნობ. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, ორსულობის დროს, ქალის ორგანიზმი საოცარ სამუშაოს აკეთებს, ახალი სიცოცლის შესაქმნელად. ამიტომ შენ სულ გშია და დაღლილობას გრძნობ. ორსულობა ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს.
9. პირველ თვეებში შესაძლოა წონაში საერთოდ არ მოიმატო. პირიქითაც კი: ზოგიერთი თავიდან იკლებს კიდეც, ეს ტოქსიკოზის გამო ხდება, ან იმის გამო, რომ ცხიმის მარაგი, ემბრიონის განვითარებას ხმარდება.
მოამზადა ელენე გურიელმა