"ვიცი ამ პოსტის მერე ყველას მოგვდგებიან..." - ინდირა ჯგერნაია
- 2015-10-22 09:13:05
- 1692 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინდირა ჯგერნაია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებასთან დაკავშირბეით პოსტს აქვეყნებს და ნიკა გვარამიას მიმართავს:
„ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და სიგიჟემდე მიყვარს, ღმერთმა დაგიცვას ამ განსაცდელში და დაგვიფაროს ყველა ერთად, რომ შევძლოთ ჩვენი სიტყვის თავისუფლების დაცვა. წარმოდგენა არ მინდა იმ განაჩენის, რაც შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს. ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად და კიდევ ვისწავლით თქვენს გვერდით უამრავ რამეს. „რუსთავი 2“ მიყვარხართ. თქვენ ის გუნდი ხართ, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება და არა გაუნათლებეულ მთავრობას. ვიცი ამ პოსტის მერე ყველას მოგვდგებიან და გვაიძულებენ პირში წყალი ჩავიგუბოთ, მაგრამ ჩვენ ეგ თაობა არ ვართ! მე პირადად აღარ მომინდება ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მაინც დამბლოკავენ“, - წერს ჯგერნაია.
newposts.ge