"ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც ყველამ უნდა ნახოს"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე წამებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელშ ეხმაურება:

„როცა ადამიანის წამებაა სასწორის ერთ მხარეს, მეორე მხარეს აღარაფრის დადებას აზრი აღარ აქვს.

ჩანაწერებმა, რომელიც ინტერნეტ-მედიით გასაჯაროვდა, კიდევ უფრო ნათელი გახადა ორი რამ: 1. ე.წ. "ციხის კადრები" არათუ დადგმული, არამედ მცირედია იმ საშინელების რაც ადამიანების წინააღმდეგ ხდებოდა 2. საუბედუროდ, ეს არ იყო მხოლოდ ციხეების პრობლემა - ადამიანებს აწამებდნენ სახლში, ოფისში და ეზოშიც. ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც ყველამ უნდა ნახოს“. - წერს არჩილ თალაკვაძე.