აი რა დაგემართებათ თუკი ყოველდღიურად 2 ბანანს შეჭამთ (ვიდეო)

ენერგია
ერთი, ან ორი ბანანის ჭამა ვარჯიშამდე, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. გლიკემიური ნახშირწყლების დაბალი დონე, ვიტამინები და მინერალები, ენერგიის გამოჰყოფას უწყობენ ხელს, ხოლო კალიუმი, კუნთების კრუნჩხვის პრევენციაა.

დეპრესია
ბანანი ტრიპტოფანებს შეიცავს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი სეროტონინად გადააქცევს. ეს ნივთიერება კი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბედნიერების შეგრძნებაში. ასე რომ, ბანანი დეპრესიის დამარცხებაშიც კი, დაგეხმარებათ.

არტერიული წნევა
კალიუმის შემცველობის გამო, ბანანი არტერიულ წნევას დაბლა წევს და ადამიანს ინსულტისგან და გულის შეტევისგან იცავს.

კუჭში შეკრულობა
ბანანი სასარგებლოა ასევე ყაბზობის დროსაც.

ანემია
რკინის შემცველობის გამო, ანემიის დროს, ბანანი ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

ნერვული სისტემა
როდესაც თავს, ცუდად გრძნობთ, შეჭამეთ ბანანი. ის სისხლში შაქარს არეგულირებს და შეიცავს ვიტამინ B–ს, რომელიც ნერვულ სისტემას აწყნარებს და განწყობას აუმჯობესებს.

წყლულები
კუჭის წყლულის დროს, ბანანის ჭამა აკრძალული არ არის. ის იცავს კუჭს კოროზიული მჟავებისგან და გაღიზიანებისგან.

ტემპერატურის მარეგულირებელი
თუ გარეთ ძალიან ცხელა, ან სიცხე გაქვთ, შეჭამეთ ბანანი, თავს უკეთ იგრძნობთ.

გულძმარვა
ბანანი გულძმარვის სიმპტომებსაც ამცირებს.


aww.ge