მან ერთი კბილი ნიორი ჩაწუწნა. შედეგი გასაოცარი იყო!
- 2015-10-23 20:37:29
- 2059 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნიორი რომ ფანტასტიკური პროდუქტია, ამას ბევრი საუბარი არ უნდა. ამ ბოსტნეულს საოცარი ანტიბაქტერიული თვისება აქვს, კურნავს უამრავ დაავადებას, მათ შორის - გაციებას, ათეროსკლეროზს, თირკმლის დაავადებებს და ამაგრებს კაპილარებს.
მთელი მსოფლიოს მეცნიერები აღიარებენ ამ ბოსტნეულის სარგებლიანობას გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. რიგმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ნივრის მიღება სისხლძარღვების დაჭიმულობას ხსნის.
ნიორი ორგანიზმის აღსადგენად
ჩინურ მედიცინაში ნიორი ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისთვის გამოიყენება. ამისათვის ისინი ჭრიან ნიორს, იდებენ პირში და წუწნიან. ამ პროცედურის ჩატარება დილით არის რეკომენდებული, საუზმემდე 30 წუთით ადრე.
ამ დროს სასარგებლო ელემენტებით გაჯერებული ნერწყვი ხვდება სისხლში, ასუფთავებს ძარღვებს და ლიმფას. ასევე აჯანსაღებს პირის ღრუს და კურნავს სისხლმდენ ღრძილებს.
პროცედურის შემდეგ ნიორი უნდა გადმოაფურთხოთ და გაიხეხოთ კბილები, რათა პირიდან უსიამოვნო სუნი გაიქროთ. თუკი კბილის პასტამ არ გიშველათ, დაღეჭეთ ყავის მარცვალი ან ოხრახუში.
რატომ უნდა ჩავწუწნოთ ნიორი?
1. ის ამძაფრებს მადას.
2. ასუფთავებს სისხლს;
3. დაგიცავთ გრიპისა და სხვა დაავადებების ეპიდემიისგან.
4. სასარგებლოა ანემიის დროს;
5. კურნავს ქრონიკულ ბრონქიტს;
6. ასუფთავებს შარდსასქესო ორგანოებს და თირკმელებს.
7. ასუფთავებს კანს.
თუკი გიჭირთ მთელი კბილი ნივრის პირში გაჩერება, დაიწყეთ პატარა ფირფიტით და ნელ-ნელა მოუმატეთ რაოდენობას. თქვენი პირის ლორწოვანი გარსისთვის ასე უფრო მარტივი იქნება.
ნივრის ჩაწუწვნა ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მხოლოდ ერთი პატარა კბილიც კი საკმარისი იქნება, რათა ბევრად უკეთ იგრძნოთ თავი და გამოჯანმრთელდეთ. ნუ დაკარგავთ დროს, დაიწყეთ ნივრით მკურნალობა ახლავე!
mediamall.ge