ვარსკვლავები, რომლებიც ქმრებს ქალიშვილებად ჩაბარდნენ

ისინი არ ცხოვრობდნენ ქვეყანაში სადაც ქალიშვილობის ინსტიტუტი არსებობდა, მაგრამ მაინც არ იჩქარეს პირველი სექსი და ნამდვილ სიყვარულს დაელოდნენ.

ბიონსე - მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ პირველი სექსი ქმართან ჯეიზისთან ჰქონდა, მაგრამ როდესაც განაცხადა: „13-დან 17-წლამდე ბოიფრენდი მყავდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონია... ნუ, ხომ ხვდებით. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჯეიზი და გავხდი მისი ცოლი“ ყველაფერი ნათელი გახდა. გამოდის ბიონსემ ქალიშვილობა 21 წლის ასაკში ქმართან დაკარგა.

ადრიანა ლიმა - ვიკტორია სეკრეტის ვარსკვლავი, ბრაზილიელი სუპერდმოდელი პირველ საქორწინო ღამემდე ქალიშვილი იყო. ადრიანა ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა, რომ უმანკოებას მხოლოდ ქორწინების შემდეგ დაკარგავდა. ლამაზმანს 27 წლის ასაკამდე მოუწია ლოდინი.

სელინ დიონი - მან მომავალი ქმარი, პროდიუსერი რენე ანჯელინო 12 წლის ასაკში გაიცნო, მაშინ რენე 38 წლის გახლდათ. 7 წლის შემდეგ ისინი შეყვარებულები გახდნენ და რენემ საყვარელ ქალს სექსის ქორწილამდე გადადება შესთავაზა. გავიდა კიდევ 7 წელი წყვილმა ბოლოს და ბოლოს იქორწინა.

ჯესიკა სიმპსონი - მღვდლის ოჯახში დაიბადა, ამიტომ სექსუალურ ურთიერთობებს ყოველთვის სერიოზულად უყურებდა. ქალიშვილობა კი 22 წლის ასაკში გათხოვების შემდეგ დაკარგა. „ცხოვრებაში ყველაზე მეტად ქალიშვილობის ქორწილამდე შენახვით ვამაყობ“ - აცხადებს ჯესიკა.


დრონი.ჯი