27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- 2015-10-26 19:49:20
- 1781 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
ფორტუნა თქვენს მხარეზეა და საქმეებში გამარჯვება გელით, თუ გაბედულად იმოქმედებთ. კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად.
კურო
განსაკუთრებული წარმატება ელით სამეცნიერო სფეროში მოღვაწე და სპორტსმენ ნიშნებს. დღეს საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა; გააფორმოთ თქვენთვის ხელსაყრელი ხელშეკრულება.
ტყუპი
დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა საქმეებში შეცდომები არ დაუშვათ. ვალდებულებები დროულად დაასრულეთ და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა დიდი ხნის ჩანაფიქრის განსახორციელებლად. დღეს სწრაფად უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ნუ შეგეშინდებათ ახალი პროექტების განხორციელება, წარმატება თქვენ მხარესაა. დღეს გიმართლებთ და საქმეებში უმნიშვნელო შეცდომასაც მარტივად აღმოაჩენთ და გამოასწორებთ.
ლომი
დღე სასიამოვნო მომენტებითაა დატვირთული. ნათესავებისგან სიურპრიზს და საჩუქარს მიიღებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ზოგიერთი მისთვის სასარგებლო ხელშეკრულებას გააფორმებს. ზოგიერთს ისეთი საქმის შესრულებას შესთავაზებენ, რაც მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
სასწორი
მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და მომზადებული შეხვდით. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ. საღამოს დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ.
მორიელი
წარმატება გელით ყველა მიმდინარე საქმიანობასა და ახალ წამოწყებაში. ზოგიერთები დიდი ხნის იდეებისა და ოცნებების განხორციელებას შეძლებენ.
მშვილდოსანი
დღეს გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ, რომელიც დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მეტი ყურადღება დაუთმეტ დეტალებს.
თხის რქა
წარმატებული დღე გელით. სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. დღეს ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაც თქვენს გეგმებს უკეთესობისკენ შეცვლის.
მერწყული
დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ყველას დასჭირდება თქვენი რჩევა, დახმარება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
თევზები
დღეს პოზიტიურ, გულისხმიერ და ერთგულ ადამიანებს ეკონტაქტეთ. არ გადაიღალოთ საქმეებით, რათა საღამოს ბავშვებისა და საყვარელი ადამიანისთვის დაუვიწყარი წვეულება მოაწყოთ.