რას ამბობს შორენა ბეგაშვილი 13 წლის ევას ტუჩების დაბერვაზე

უკვე წლებია შორენა ბეგაშვილი საზოგადოების ინტერესის ობიექტია. ბოლო დროს კი მის ქალიშვილზე, ევაზეც ალაპარაკდნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ევას ერთ-ერთი ფოტოს შემდეგ კი "ჩასაფრებულმა კეთილისმსურველებმა" დასკვნა გამოიტანეს, რომ მან ტუჩი დაიბერა და ცხვირის კორექცია გაიკეთა, თუმცა თბილისელმა ჭორიკნებმა ის ვერ გაითვალისწინეს რომ მსგავსი კორექციები ევასთვის ჯერ ძალიან ადრეა. რაც შეეხება ამ ყველაფერზე შორენას რეაქციას, მისი პასუხი ასეთია:
„ღმერთო ჩემო, ბავშვი ჯერ 13 წლის არის და ყოველ დღე იცვლება და იზრდება. თუ ვინმე საღად აზროვნებს ამას არ იტყოდა, მაგრამ ეს ხომ საქართველოა. თუ ვინმე ლამაზია ეს რაღაცას უნდა დააბრალონ აუცილებლად“- ამბობს შორენა ბეგაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მარიკა ხიდურელი




newposts.ge